30-10-2024 16:28:23 პოლიტიკა ,სამართალი
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ და საჩივრები დაწერეს, პროკურატურაში დაიბარეს,- ამის შესახებ განცხადება ბათუმში კოალიციის წევრმა ლევან ანთაძემ გააკეთა.
ამ გზით, მისი შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს, დააშინოს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები და ასევე "ჩაახშოს ადამიანებში გაყალბებული არჩევნების გამო გამოწვეული პროტესტი".
ანთაძის თქმით, ენმ-ის წევრები არ აპირებენ საგამოძიებო უწყებაში მისვლას და გამოკითხვაზე მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით არიან თანახმა.
მანამდე "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში" განაცხადეს, რომ მხოლოდ საერთაშორისო გამოძიებას ენდობიან და მას წარუდგენენ ვიდეოებს.
საქართველოს პროკურატურამ 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ ცესკოს მიმართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით (არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოკითხვაზე დაიბარეს მათ შორის, პრეზიდენტი.
ყოფილი პროკურორი: პრეზიდენტის გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმაა! გამოძიების იმიტაციაც კი აღარაა!