Accentnews.ge
პრეზიდენტი - ბორელზე: მე მგონი, მასაც უნდა ჰკითხოს პროკურატურამ, როგორც ჩანს, ძალიან ბევრი მტკიცებულება მასაც გააჩნია

პრეზიდენტი - ბორელზე: მე მგონი, მასაც უნდა ჰკითხოს პროკურატურამ, როგორც ჩანს, ძალიან ბევრი მტკიცებულება მასაც გააჩნია

30/10/2024 15:44:22 პოლიტიკა, ციტატა

"თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს. ზოგადად ვიცოდი, რომ პირიქით იყო - საგამოძიებო ორგანის თავად უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები. ასე ხდება ნორმალურ ქვეყნებში. არც ერთი პრეცედენტი არ ვიცი, საგამოძიებო უწყებამ პრეზიდენტს სთხოვოს არჩევნებზე მტკიცებულებები. სხვათა შორის, ახლახანს ვუსმენდი ჯოზეფ ბორელს - მე მგონი, მასაც უნდა ჰკითხოს პროკურატურამ, როგორც ჩანს, ძალიან ბევრი მტკიცებულება მასაც გააჩნია. დარღვევების ჩამონათვალი, რაც დაფიქსირებულია მისიების მიერ, ზუსტად იგივეა",- თქვა ხუმრობით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე პროკურატურის საპასუხოდ, რომელმაც ის გამოკითხვაზე დაიბარა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S