მილერი: "ვიმედოვნებ, საქართველოს პრეზიდენტი გააზიარებს ინფორმაციას [საარჩევნო] დარღვევების შესახებ, ის რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის"

30-10-2024 23:47:15 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერი მეთიუ მილერი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას გააზიარებს.

მილერის თქმით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოს ოფიციალურ პირებს გამოძიებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ, ასევე, ცხადი გავხადეთ, რომ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში იმაზე, თუ სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო. პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი] თავად ისაუბრებს თავის თავზე, მაგრამ, როგორც მესმის, მან თქვა, რომ აქვს ინფორმაცია [საარჩევნო] დარღვევების შესახებ, ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ის გააზიარებს ამ ინფორმაციას. ის რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, მიუხედავად იმისა, მას საქართველოს ოფიციალური პირები ატარებენ თუ ნებისმიერი სხვა”, - განაცხადა მილერმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები