Accentnews.ge
„თავისუფლების მოედანი“: ვიწყებთ წინააღმდეგობის მოძრაობას! მზიურში ვიკრიბებით ხვალ, 19:00 საათზე!

„თავისუფლების მოედანი“: ვიწყებთ წინააღმდეგობის მოძრაობას! მზიურში ვიკრიბებით ხვალ, 19:00 საათზე!

31/10/2024 07:18:01 პოლიტიკა, საზოგადოება

„თავისუფლების მოედანი“ აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების გამოცხადებული შედეგები არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, აპირებს ხმების დაცვას და ხაზს უსვამს ამ პროცესში ყველა მოქალაქის მონაწილების მნიშვნელობას.

„თავისუფლების მოედანი“ გამოდის რამდენიმე ინიციატივით, ასევე, 1 ნოემბერს მზიურში აანონსებს შეკრებას, სადაც იწვევს მათ თანამოაზრეებსა და თავისუფალ მოქალაქეებს შემდეგ ნაბიჯებზე სამსჯელოდ.

„46 წლის წინ, როდესაც აქედან რუსთაველზე წავიდნენ ახალგაზრდები და როდესაც მათ მიმართეს, რას „შვრებით ბავშვებო?!“, მათ უპასუხეს, „ჩვენ ბავშვები არ ვართ!“. ჩვენ არ ვართ ბავშვები, რომელთაც სჭირდებათ ცეკას მდივნები. ჩვენ ვართ თავისუფალი მოქალაქეები, ამიტომ, ვიწყებთ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც იქნება საყოველთაო, იქნება მშვიდობიანი, დემოკრატიოული და კანონიერი“,- თქვა მოძრაობის წევრმა, განათლების ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ „დედაენის ბაღში“.

მისი თქმით, ამ მოძრაობის ადგილი იქნება ყველგან: „ვიმოქმედებთ ქუჩებშიც, აუდიტოროებშიც, პარკებში - არა მხოლოდ თბილისში, საქართველოს ყველა რაიონში, სოფელში. შევეცდებით, გამოვიძიოთ გაყალბება, იდენტიფიცირებას გავუწევთ იმ ადამიანებს, ვინც მონაწილეობდა ამ გაყალბებაში, შევზღუდავთ ხელისუფლების წევრებს და მათ მოქმედებებეს, საჯარო სივრცეებში ჩავატარებთ ახალი ტიპის აქციებს - ეს არ იქნება მხოლოდ ახალი ტიპის აქციები, არამედ იქნება აქციები, რომლებიც დაანახებს ადამიანებს, თუ რა მოხდა საქართველოში და რატომ არის მნიშვნელოვანი ამაზე მათი რეაგირება“.

„მზიურში ვიკრიბებით ხვალ საღამოს 7 საათზე. ვიწვევთ ყველა ჩვენს თანამოაზრეს, თანამოქალაქეს, შემოგვიერთდეს რომ ვიმსჯელოთ შემდეგი ნაბოჯებით“,- დასძინა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S