
შალვა პაპუაშვილი: ევროინტეგრაცია არც შეჩერებულა და ვერც შეჩერდება
31/10/2024 07:55:45 პოლიტიკა
"ევროინტეგრაცია არც შეჩერებულა და ვერც შეჩერდება", – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
იგი ირწმუნება, რომ "ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ხედავენ ამ [ ევროინტეგრაციის] პროცესის უკიდურესად პოლიტიზების მცდელობას", მისი თქმით, "ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამგვარი წინდაუხედავი მიდგომა ევროინტეგრაციას თანამშრომლობის ინსტრუმენტიდან პოლიტიკურ იარაღად აქცევს, რაც, საბოლოო ჯამში, თავად ევროინტეგრაციის პროცესს და ევროკავშირის რეპუტაციას აზიანებს".
"აქვე, მინდა შევეხო ამ ბოლო დროს ხშირად გამოყენებულ ტერმინს — ევროინტეგრაციის შეჩერება, გაყინვა, თუ სხვა მსგავსი ტერმინები. თავად ის ფაქტი, რომ ევროკომისიამ გაფართოების დოკუმენტზე იმუშავა, საქართველოს პროგრესი შეაფასა და რეკომენდაციები მოგვცა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ტერმინი უფრო პოლიტიკური განცხადებაა, ვიდრე ინსტიტუციური მდგომარეობა. როგორც ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს შეფასებას, ასევე ვაგრძელებთ ჩვენც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობას. სწორედ ეს არის ევროინტეგრაცია, ის არც შეჩერებულა და ვერც შეჩერდება. თუ რამე გვასწავლა ჩვენმა მიღწევებმა ამ პროცესებში, არის ის, რომ ევროინტეგრაცია გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული სამუშაოა და არა იმწუთიერი პოლიტიკური კონიუნქტურის აყოლა", – განაცხადა პაპუაშვილმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021