Accentnews.ge
„ვფიქრობთ,  გარდაბნის თბოსადგურის მენეჯმენტს ბატონი ზაქარიას გამოცდილება მხოლოდ წაადგება“

„ვფიქრობთ,  გარდაბნის თბოსადგურის მენეჯმენტს ბატონი ზაქარიას გამოცდილება მხოლოდ წაადგება“

11/02/2020 13:35:34 საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, საპარამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ზაქარია ქუცნაშვილის „გამოცდილება გარდაბნის თბოსადგურის მენეჯმენტს მხოლოდ წაადგება“.

„ბატონი ზაქარია არის გამოცდილი იურისტი, იგი აღარ არის საჯარო მოხელე და აგრძელებს თავის პროფესიულ საქმიანობას. გარდაბნის თბოელექტროსადგური ეს არის საწარმო, რომელიც არის გარკვეულ რეგულაციაში მოქცული, მას სემეკი არეგულირებს. მნიშვნელოვანია რამდენად სწორად წარიმართება შიგნით იურიდიული რეგულაციები და ვფიქრობთ, გარდაბნის თბოსადგურის მენეჯმენტს ბატონი ზაქარიას გამოცდილება მხოლოდ წაადგება“, – განაცხადა თურნავამ.

ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ეს ინფორმაცია მან დღეს „აქცენტსაც“ დაუდასტურა, თუმცა სხვა დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

ცნობისთვის: შპს “გარდაბნის თბოსადგურის“ 49.092%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი – „საპარტნიორო ფონდია“, 50,908%-იანისა –„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“. კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი „საპარტიორო ფონდია“.

ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატის დატოვების გადაწყვეტილება "გავრილოვის ღამის" სახელით ცნობილი მოვლენების შემდეგ მიიღო. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე ქართულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S