Accentnews.ge
სპეციალურ საგამოძიებო აცხადებს, რომ ჟურნალისტებთან დაკავშირებულ 17 "ინციდენტს" იძიებს, მედიაომბუდსმენი მინიმუმ, 50 შემთხვევაზე საუბრობს

სპეციალურ საგამოძიებო აცხადებს, რომ ჟურნალისტებთან დაკავშირებულ 17 "ინციდენტს" იძიებს, მედიაომბუდსმენი მინიმუმ, 50 შემთხვევაზე საუბრობს

31/10/2024 08:36:34 სამართალი, საზოგადოება

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ 26 ოქტომბერს ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიაომბუდსმენიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სამსახურის ცხელ ხაზზე შესული შეტყობინებები, ასევე ჩატარებული გასაუბრებები, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჟურნალისტებთან დაკავშირებულ 17 ინციდენტს შეეხებოდა.

აქვე სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ "აღნიშნული ფაქტებიდან 13 შემთხვევა, შეტყობინების შინაარსიდან გამომდინარე, არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს".

"მიუხედავად ამისა, თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები შეტყობინების შემოსვლისთანავე არაერთგზის დაუკავშირდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და მყისიერი სამართლებრივი რეაგირება მოახდინეს",- ვკითხულობთ შეტყობინებაში.

უწყებაში ამბობენ, რომ "ამ დროისთვის, საგამოძიებო ორგანოში, ინფორმაციის მოწოდების მიზნით, მხოლოდ 5 ჟურნალისტი და 1 ოპერატორი გამოცხადდა".

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას",- ირწმუნება უწყება.

მედიაომბუდსმენის ანგარიში: არჩევნების გაშუქებისას დანაშაულებრივი ქმედებებით დაირღვა მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S