
BBC: ფხენიანმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელიც 86 წუთის განმავლობაში მიფრინავდა
31/10/2024 09:39:27 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელიც 86 წუთის განმავლობაში მიფრინავდა,- წერს BBC.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი ფრენა.
როგორც იტყობინებიან, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ისროლეს მკვეთრად აწეული კუთხით და მიაღწია 7 000 კმ სიმაღლეს. რაკეტამ 1 000 კილომეტრი იფრინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰორიზონტალურად გაშვების შემთხვევაში უფრო დიდ მანძილს დაფარავდა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ რაკეტის გაშვება დემონსტრირებაა ნებისა, "ვუპასუხოთ მტრებს".
შეერთებულმა შტატებმა რაკეტის გაშვებას გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მრავალი რეზოლუციის უხეში დარღვევა უწოდა. სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ოფიციალური პირები შეთანხმდნენ, რომ მიიღებენ ძლიერ და მრავალკომპონენტიან საპასუხო ზომებს.