Accentnews.ge
„არც სააკაშვილის და არც შევარდნაძის დროს პროდასავლური ვექტორის შერყევაზე ეჭვი არ იყო, დღეს კი დასავლური არჩევანი დასაცავია“

„არც სააკაშვილის და არც შევარდნაძის დროს პროდასავლური ვექტორის შერყევაზე ეჭვი არ იყო, დღეს კი დასავლური არჩევანი დასაცავია“

11/02/2020 13:37:11 საშინაო პოლიტიკა

„არც სააკაშვილის და არც შევარდნაძის დროს პროდასავლური ვექტორის შერყევაზე ეჭვი არ იყო, დღეს კი დასავლური არჩევანი დასაცავია“, – ამის შესახებ საქართველოს ექს–პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციონერი გიგი უგულავას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არ არის უგულავას საქმე, ეს არის საქმე "საქართველო – დასავლეთი თუ ჩრდილოეთი?". სადღეისოდ საქართველოში დასაცავი არის ის არჩევანი, რომელიც 30 წლის წინ გავაკეთეთ, როცა ვთქვით, რომ ჩვენ ვიქნებოდით დასავლური დემოკრატია. დასაცავია დასავლური არჩევანი, რომლისთვისაც ჩვენ ყველა ვიბრძოდით. ყველა პოლიტიკოსი, ვისაც სჯერა, რომ საქართველოს აქვს მომავალი რუსეთის გუბერნიის მიღმა, ამ არჩევანის დასაცავად უნდა გაერთიანდეს. [...] სააკაშვილის დროს დემოკრატიის კლება იყო, მაგრამ პროდასავლური ვექტორის შერყევაზე არასდროს იყო ეჭვი. არც შევარდნაძის დროს იყო ეს პრობლემა. არ იყო პროდასავლური ვექტორის შერყევაზე ეჭვი ამ ქვეყანაში“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, მან ყოფილ თანაგუნდელებს მიმართა, „სოფლის დიქტატურის გაფორმებაში“ მონაწილეობა არ მიიღონ:

„შეიძლება, „ოცნებაში“ კიდევ არიან ადამიანები, ვისთან ერთადაც 2012 წლამდე დემოკრატიისთვის ვიბრძოდით. მინდა, მათ მივმართო, აუცილებლად ჩამოშორდნენ. სოფლის დიქტატურის გაფორმებაში მონაწილეობა არ გჭირდებათ!“.

ცნობისთვის: უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ ეს გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.

ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S