ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

31-10-2024 16:05:06 პოლიტიკა ,რეკლამა

ცესკოს თავმჯდომარე მოადგილესთან და უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა,- იტყობინება ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური.

ინფორმაციის მიხედვით, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს გიორგი კალანდარიშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდაარჩევნების დღიდან ამ დრომდე განვითარებულ მოვლენებთან და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა საარჩევნო პროცესთან მიმართებაში. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა დელეგაციის წევრებისთვის ყველა საინტერესო ინფორმაციის დროულად და სრულყოფილად მიწოდების შესახებ.

რელიზის მიხედვით, გიორგი კალანდარიშვილმა მისიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ობიექტურად, მიუკერძოებლად და დადებითად შეფასებისთვის. როგორც მან აღნიშნა საარჩევნო ადმინისტრაცია გაეცნო ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს და ყველა იმ მიგნებასა თუ წუხილს, რომელიც დოკუმენტში არის აღნიშნული.

"კალანდარიშვილმა დაადასტურა მზაობა, რომ მოხდება ამ ინფორმაციის გაანალიზება დაკომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინება. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ეს იყო პირველი არჩევნები, რომელზეც საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით იქნა გამოყენებული და მნიშვნელოვანია ამპროცესის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან ობიექტური მოსაზრებების და რეკომენდაციების მოსმენა",- ნათქვამია რელიზში.

ეუთო/ოდირის მისიას ოუენ მერფი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ მისიის უფროსის მოადგილე მარსელ ნაჯი, საარჩევნო საკითხების ანალიტიკოსი მარცელა მაშკოვა, ანალიტიკოსი ანა მელიქიანი.

საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი.

შეხვედრა ცესკოში 31 ოქტომბერს გაიმართა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები