Accentnews.ge
მარგველაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

მარგველაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

11/02/2020 14:46:26 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს. ტელეკომპანია "პირველთან” საუბრისას მან განაცხადა, რომ "უნდა გამოვიდეს იმ კომფორტის ზონიდან, რასაც პოლიტიკური მოვლენების გვერდიდან ყურება ჰქვია".

“მე ვეღარ ვხედავ ვერც ჩემი თავისთვის და ვერც სხვა ადამიანებისთვის იმ კომფორტს, რომ ამ მოვლენებს გვერდიდან ვუყუროთ”, – განაცხადა მარგველაშვილმა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2013–2018 წლებში იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S