31-10-2024 20:20:25 ევროპა
ონლაინ-კომერციის ჩინური პლატფორმა Temu გამოძიებას დაექვემდებარება იმ წესების შესაძლო დარღვევის საკითხზე, რომელიც აკრძალული პროდუქციის რეალიზების პრევენციაზეა მიმართული, - იუწყებიან ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოები.
ევროპული გამოძიება შეისწავლის ასევე სერვის Temu-ს პოტენციურად დამოკიდებულების გამომწვევ დიზაინს, მათ შორის - წამახალისებელ პროგრამებს აზარტული თამაშების სახით.
ევროკომისიამ გამოძიება ციფრული მომსახურების შესახებ კანონის (DSA) ფარგლებში წამოიწყო, რომელიც მსხვილ ონლაინ-პლატფორმებს უკანონო და საზიანო კონტენტის მიმართ დამატებითი ზომების გატარებას ავალდებულებს.
თუ დადგინდება, რომ Temu-მ DSA დაარღვია, კომპანიას შესაძლოა, დაეკისროს ჯარიმა მისი მსოფლიო ბრუნვის 6%-მდე ოდენობით.