
გერმანია ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ირანის საკონსულოებს ხურავს
31/10/2024 17:38:20 მსოფლიო
გერმანია ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ირანის საკონსულოებს ხურავს.
მიზეზად ირანში ირანულ-გერმანული მოქალაქეობის მქონე პირის სიკვდილის დასჯა სახელდება.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიხურება ირანის 3 საკუნსულო, რაც შეეხება გერმანიაში თეირანის საელჩოს, იგი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
“ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები დაბალზე უფრო ქვემო დონეზეა”, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.
გარდა ამისა, გერმანიამ ირანში თავისი ელჩი გაიწვია და საპროტესტო ნოტა გადასცა ბერლინში ირანის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს.