
სანდუ: "მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციაში ჩაიწერება"
31/10/2024 19:17:13 მსოფლიო
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაიწერება.
“მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, ვინაიდან, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დააფიქსიროს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენს კონსტიტუციაში, რაც ბოლო რეფერენდუმში ჩვენი ხალხის ნებას ასახავს.
გამარჯვება ჩვენს მოქალაქეებს ეკუთვნით, რომლებმაც მშვიდობასა და კეთილდღეობაზე დამყარებული მომავალი აირჩიეს”, - წერს სანდუ სოციალურ ქსელში.