Accentnews.ge
ზელენსკი: უკრაინას ტერიტორიების დათმობას ვერ აიძულებენ

ზელენსკი: უკრაინას ტერიტორიების დათმობას ვერ აიძულებენ

01/11/2024 06:14:33 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ იმეორებს, რომ უკრაინას ტერიტორიების დათმობას ვერ აიძულებენ.

"მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში და შეიცვლება თუ არა ვაშინგტონის მხარდაჭერის პოლიტიკა, უკრაინა თავისი ტერიტორიების საკითხში კომპრომისებზე არ წავა. შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს შეუძლია უკრაინის მხარდაჭერა ან გააძლიეროს, ან შეასუსტოს, შესუსტება კი რუსეთს მისცემს უკრაინის მეტად ოკუპირების შესაძლებლობას. თუ გამარჯვების შემთხვევაში დონალდ ტრამპი მოინდომებს ომის დასასრულებლად უკრაინას აიძულოს ტერიტორიების დათმობა და ამ გზით შეეცდება რუსეთთან შეთანხმების მიღწევას, ეს შეუძლებელი იქნება", – განაცხადა მან სამხრეთ კორეის ტელეკომპანია KBS-თან ინტერვიუში.

რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ 2024 წლის აგვისტოდან დაწყებულ ოპერაციაზე დასმულ შეკითხვას ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორია არ სჭირდება და კურსკში მხოლოდ ბუფერული ზონა შექმნა.

რაც შეეხება რუსეთის მიერ ამ რეგიონში ჩრდილოეთ კორეის არმიის სამხედროების გამოყენებას, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გეგმავს, გამოცადოს მსოფლიოს რეაქცია, რომლის მიხედვით გადაწყვეტს კონტინგენტის გაზრდას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S