Accentnews.ge
რუსეთში, უფაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმის შესახებ იუწყებიან

რუსეთში, უფაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმის შესახებ იუწყებიან

01/11/2024 07:04:24 მსოფლიო

რუსეთის ბაშკირეთის რეგიონის დედაქალაქ უფაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმის შესახებ იუწყებიან.

სავარაუდოდ, საუბარია ქარხანა "ბაშნეფტ-უფანეფტეხიმზე". ბაშკირეთის მმართველის რადი ხაბიროვის თქმით, თავდასხმა განხორციელდა სამი უპილოტო საფრენი მოწყობილობით. "ერთმა დრონმა ქარხნის შენობაში ფანჯრები ჩაამსხვრია, ხოლო ორი დანარჩენი სამრეწველო ზონაში ჩავარდა", – აღნიშნა მან.

გამოცემა "ბაზას" ცნობით, თავდასხმის გამო ქარხნის თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.

უფაში მდებარე აეროპორტში საათზე მეტი ხნის განმავლობაში ყველა ფრენა შეჩერებული იყო.

უფა უკრაინის საზღვრიდან 1800 კილომეტრში მდებარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S