01-11-2024 11:43:58 ევროპა
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 158-მდე გაიზარდა.
მედიის ცნობით, მინიმუმ 155 ადამიანის დაღუპვა ვალენსიაში დაფიქსირდა, ორი ადამიანი კასტილა-ლა მანჩაში დაიღუპა, ერთი - ანდალუზიაში.
ოფიციალური პირები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ, თუმცა აღნიშნავენ ბევრი დაკარგულის შესახებ. სამაშველო სამუშაოები გრძელდება, ეძებენ დაკარგულებს.
სამაშველო მისიაში 1 200-ზე მეტი თანამშრომელი ჩართეს, რომლებიც დრონების დახმარებით მოქმედებენ.
”ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენაა!”, - თქვა პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა.
ესპანეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. სამთავრობო შენობებზე დროშები დაშვებულია.