Accentnews.ge
საია ხმის ფარულობის დარღვევაზე დავას სასამართლოებში გააგრძელებს

საია ხმის ფარულობის დარღვევაზე დავას სასამართლოებში გააგრძელებს

01/11/2024 10:36:06 სამართალი, საზოგადოება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ საჩივრების დაკმაყოფილებაზე საოლქო კომისიების უარის შემდეგ დავას სასამართლოებში გაგრძელდება.

„იმდენად ზედაპირზე დევს პრობლემა, რომ ამაზე თვალის დახუჭვა უბრალოდ შეუძლებელია. სამწუხაროა, რომ ამაზე ოლქებმა უარი თქვეს,- ამბობს ქურდოვანიძე და განაგრძობს, "მოსალოდნელიც იყო, რომ ოლქები ამას არ დააკმაყოფილებდნენ, თუმცა, ჩვენ ახლა უფრო დიდი ბრძოლისთვის ვემზადებით უკვე სასამართლოში".

მისი თქმით 24 სასამართლოში 24 სარჩელს შეიტანენ, რომელიც გააერთიანებს 73 ოლქის შედეგების ბათილად ცნობას ტექნოლოგიურ უბნებზე.

"ამისთვის ძალიან ცოტა დრო გვაქვს - სულ 2 დღე. შევძლებთ, რომ ყველა სასამართლოს 24-ჯერ დავუმტკიცოთ, რატომ არის ფარულობის დარღვევა კონსტიტუციის საწინააღმდეგო, რასაც მტკიცებაც არ სჭირდება, წარვადგენთ, შესაბამის მტკიცებულებებს და მოვითხოვთ, საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ფარული არჩევნების უფლება“, – აცხადებს ქურდოვანიძე.

31 ოქტომბერს საჩივრების განხილვა უმეტესად ხმაურის ფონზე წარიმართა. ზუგდიდში საოლქო კომისიამ არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. საჩუვრები არ დაკმაყოფილდა ფოთში, ოზურგეთში, გორში, თელავში. სარჩელების თემა ძირითადად ხმის ფარულობის დარღვევის გამო შედეგის ბათილად ცნობაა.

საია მოქალაქეებს ხმის ფარულობის დარღვევის კუთხით საკუთარი გამოცდილების გაზიარების თხოვნით მიმართავს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S