Accentnews.ge
პატრიარქი კირილი რუსებს უკრაინასთან ომში დაღუპვის შემთხვევაში "სამუდამო სიცოცხლეს" ჰპირდება და პუტინისთვის ლოცვისკენ მოუწოდებს

პატრიარქი კირილი რუსებს უკრაინასთან ომში დაღუპვის შემთხვევაში "სამუდამო სიცოცხლეს" ჰპირდება და პუტინისთვის ლოცვისკენ მოუწოდებს

01/11/2024 10:51:31 მსოფლიო

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი ქვეყნის მოქალაქეებს უკრაინაში საბრძოლველად წასვლისკენ მოუწოდებს, ბრძოლის ველზე დაცემის შემთხვევაში "გარანტირებულ სამუდამო სიცოცხლეს" ჰპირდება და მოუწოდებს, პრეზიდენტ პუტინისთვის "ლოცვა გააძლიერონ".

ამის შესახებ საუბარია მის წიგნში "წმინდა რუსეთისთვის: პატრიოტიზმი და რწმენა", რომელსაც გამოცემა «Ведомости» გაეცნო.

პატრიარქი "სამხედრო და პოლიტიკურ ძალებთან ერთად ეკლესიის მობილიზაციის აუცილებლობის" იდეას ავითარებს, რუსეთს კი წარმოაჩენს "წმინდათა წმინდა, მშვიდობისმოყვარე ქვეყნად", რომელსაც "ომის დაწყება არავისთან სურს, მაგრამ იძულებულია, ებრძოლოს მათ, ვინც სატანის მიერაა მართული და მსოფლიო ბატონობისთვის იბრძვის".

წიგნი გაჯერებულია კრემლის სხვა ცნობილი სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ნარატივებით, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რიგი წარმომადგენლებისგანაც სისტემატიურად გვესმის ქადაგებებისას, მათ შორის - "ეშმაკისეული ევროპის", დასავლეთის მიერ მართლმადიდებელი ქვეყნების სულიერებასთან, ტრადიციებთან, იდენტობასთა ვითომდა ბრძოლისა და სხვა სიცრუის თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S