Accentnews.ge
„დამისვეს ჩვეულებრივი კითხვები" - შსს-ს დუმილის ფონზე კრემლის პროპაგანდისტი ამბობს, რომ საზღვარი უპრობლემოდ გადმოკვეთა

„დამისვეს ჩვეულებრივი კითხვები" - შსს-ს დუმილის ფონზე კრემლის პროპაგანდისტი ამბობს, რომ საზღვარი უპრობლემოდ გადმოკვეთა

01/11/2024 13:16:22 პოლიტიკა, სამართალი

მე ვიმყოფები საქართველოს სანქციების ქვეშ, სომხეთის თუ აზერბაიჯანის? რაში მდგომარეობს სენსაცია?- კითხულობს კრემლის პროპაგანდისტი, საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევი ალექსანდრე მალკევიჩი „ტვ პირველთან“ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს ის ჟურნალისტის სტატუსით აკვირდებოდა.

ის ასევე ამბობს, რომ საზღვარი შეფერხებების გარეშე გადმოკვეთა.

„მე დამისვეს ჩვეულებრივი კითხვები, პრინციპში, ჩემი ვიზიტის მიზნების შესახებ. ეს მიზანი არ დამიმალავს - ჩამოვედი რომ გამეშუქებინა საარჩევნო კამოანიის მიმდინარეობა, რომელიც იყო საქართველოში - ნუთუ ეს აკრძალულია?“,- უთხრა „ტვ პირველს“ პროპაგანდისტმა.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში ალექსანდრე მალკევიჩის ყოფნის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად საერთაშორისო ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს მიღმა" გაავრცელა.

ორგანუზაცია ხაზს უსვამდა, რომ წარსულში მალკევიჩი დაკავშირებული იყო პუტინის ცნობილ კერძო გასამხედროებულ დაჯგუფება "ვაგნერთან", რომელიც დასავლეთში ტერორისტულადაა მიჩნეული და ამასთანავე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე პროპაგანდისტული ქსელის დამფუძნებელი გახლავთ.

"აქცენტმა" მის შესახებ ინფომაცია მოიძია და როგორც ირკვევა, რუს პროპაგანდისტს საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონიც აქვს დარღვეული. მეტიც, მას პირადი შეხვედრები ჰქონდა სეპარატისტული რეჟიმების ლიდერებთან.

თავად მალკევიჩი სოცქსელში წერს, რომ ქართულ არჩევნებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული აკრედიტაციით აშუქებდა და შესაბამის ფოტომასალასაც აქვეყნებს მინაწერით:

"საქართველოში რამდენიმე დღე გავატარე, მიმდინარე მოვლენები საკუთარი თვალით ვნახე, ვიყავი მიტინგზეც, ვესაუბრე ხალხს... ვიხილეთ ახალი ტექნოლოგიები და მიუხედავად გამჭვირვალე, ღია საარჩევნო პროცედურისა, დღეს ოთხი წაგებული ოპოზიციური პარტია ირწმუნება, რომ ხელახალი არჩევნებია ჩასატარებელი".

ცესკოში "აქცენტს" დაუდასტურეს, რომ მალკევიჩს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ცესკოს აკრედიტაცია ჰქონდა მინიჭებული. თავის მხრივ, საქართველოს შს სამინისტრო ამ დრომდე არ აკეთებს განმარტებას, როგორ აღმოჩნდა კრემლის პროპაგანდისტი საქართველოში.

ცნობისთვის: 2021 წლის აპრილში მალკევიჩი აშშ-ის სასანქციო სიაში მოხვდა იმის მტკიცებულებების საფუძველზე, რომ პუტინის რეჟიმის გლობალურ სადეზინფორმაციო ოპერაციებში მონაწილეობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S