Accentnews.ge
ლევან მგალობლიშვილი სოხუმის უნივერსიტეტის რექტორს და პროფესორ- მასწავლებლებს შეხვდა

ლევან მგალობლიშვილი სოხუმის უნივერსიტეტის რექტორს და პროფესორ- მასწავლებლებს შეხვდა

01/11/2024 15:23:08 საზოგადოება, რეკლამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, სოხუმის სახელმწიფოუნივერსიტეტის რექტორთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა.

აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა. პროფესორ-მასწავლებლებს მიმართეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და განათლებისა და კულტურის მინისტრმა:

ლევან მგალობლიშვილმა "სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაში განათლების როლზე და პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების საკითხში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალწლიან დანაყოფიერ საქმიანობაზე".

"მნიშვნელოვანია საქმიანობა, რომელსაც თქვენ წლების განმავლობაში ახორციელებთ და უდიდესი წვლილი შეგაქვთ ახალგაზრდებისა და ზოგადად მომავალი თაობების აღზრდისა და განვითარების საქმეში. განსაკუთრებულად დასაფასებელია, რომ უნივერსიტეტი ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლია ქართველ და აფხაზ ხალხს შორის და გარკვეულ როლს თამაშობს გაუცხოების აღმოფხვრის, ჩვენი თანაცხოვრების საერთო ისტორიის აღდგენის და ერთობლივი ტრადიციების შენარჩუნების პროცესში. სწორედ თქვენს მიერ არჩეული სწავლების მეთოდი, მისია და კურსი განაპირობებს იმას, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა პრიორიტეტულია ოკუპირებულიტერიტორიებიდან გადმოსული ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რაზეც ბოლო წლებისგანმავლობაში არსებული სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ აკადემიური წრის წარმომადგენლებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობაგადაუხადა.

მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S