ქემოკლიძე: ფოტო გადაღებულია რუსი “ტურისტების” მიერ, თუ დადასტურდა, ესეც თქვენი რუსეთის სპეც სამსახურების ჩარევა არჩევნებში!

01-11-2024 19:49:27 პოლიტიკა ,ეს საინტერესოა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი კახა ქემოკლიძე არ გამორიცხავს, რომ გიორგი გახარიას და IRI-ის წარმომადგენლის შეხვედრის ამსახველი კადრი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყოს გადაღებული. საუბარია გახარიასა და ამერიკული ორგანიზაციის პროგრამების დირექტორი ჯონ დიპიროს შეხვედრაზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია სამთავრობო მედია „იმედმა“ 20 სექტემბერს გაავრცელა.

„ეს „ნიუსი“ ხომ გახსოვთ, აქტიური წინა საარჩევნო კამპანია რომ იყო?! საინტერესო მოკვლევა ჩავატარეთ: ეს შეხვედრა შედგა 17 სექტემბერს, კაფე „ლეიზიში“ (თბილისი) 12:30-სა 13:30 საათს შორის. სამი დღით ადრე ვიდრე ეს „ნიუსი“ „იმედმა“ დადო. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ფოტო გადაღებულ იქნა რუსი “ტურისტების” მიერ (ერთი მამაკაცი და 1 ქალი), რომელიც, როგორც ჩანს, მიწოდებულ იქნა სამთავრობო ტელევიზიისთვის და გამოყენებულ იქნა პროპაგანდის მიზნით",- იხსენებს ქემოკლიძე და განაგრძობს, "ისმის ვალიდური კითხვა – ვის „ეჯდა“ რუსული ოპერატიული კუდი შუაგულ თბილისში?! – გახარიას (ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს) თუ IRI-ს (ერთ-ერთი საკვანძო სადამკვირვებლო ორგანიზაციის) დირექტორს?!".

"ეს ინფო თუ დადასტურდა და არ ვცდებით, ეგეც თქვენი რუსეთის სპეც. სამსახურების ჩარევა არჩევნებში!",- დასძენს ქემოკლიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს, "მეგობრებო, მოქმედების დროა: გაქვთ ლოკაცია, გაქვთ ზუსტი დრო, გაქვთ გარე და შიდა კამერები და ე.წ. Face recognition (“სახის ამომცნობი”) ტექნოლოგია“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები