ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 205-მდე გაიზარდა

01-11-2024 21:32:14 ევროპა

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 205-მდე გაიზარდა. ყველაზე მეტი, 202 ადამიანია დაღუპული ვალენსიაში, კასტილია ლა მანჩაში დაიღუპა ორი, ანდალუსიაში კი – ერთი ადამიანი.

სამაშველო ჯგუფები რამდენიმე ადგილას სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ.

სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიების დასუფთავებაში ჩართული არიან სამხედროებიც.

მეტეოროლოგიურ სააგენტოში აცხადებენ, რომ ცუდი ამინდები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები