Accentnews.ge
რაკეტები, ჭურვები, ჯავშანტრანსპორტიორები - აშშ უკრაინას დამატებით $425 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

რაკეტები, ჭურვები, ჯავშანტრანსპორტიორები - აშშ უკრაინას დამატებით $425 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

01/11/2024 19:38:17 მსოფლიო

აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს აანონსებს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მარაგების შემცირების საპრეზიდენტო უფლებამოსილების (PDA) ფარგლებში ხორციელდება - უკრაინას დახმარება ამერიკული არმიის მარაგებიდან გადაეცემა.

პაკეტში მათ შორის, შედის NASAMS და HIMARS სისტემების რაკეტები, Stinger რაკეტები, დრონების საწინააღმდეგო c-UAS აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, “ჰაერი-მიწა” კლასის რაკეტები, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტები და ტანკსაწინააღმდეგო Javelin და AT-4 სისტემები.

გარდა ამისა, პაკეტში შედის Stryker ჯავშანტრანსპორტიორები, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, სამედიცინო აღჭურვილობა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, სათადარიგო ნაწილები.

სამხედრო დახმარების აღნიშნული პაკეტი აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის 69-ეა 2021 წლის აგვისტოდან. წინა 400 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 21 ოქტომბერს კიევში ვიზიტის დროს გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S