Accentnews.ge
რუსეთმა კიევზე დრონებით შეტევა კვლავ განახორციელა

რუსეთმა კიევზე დრონებით შეტევა კვლავ განახორციელა

03/11/2024 07:07:23 მსოფლიო

რუსეთმა კიევზე დრონებით შეტევა კვლავ განახორციელა.

დრონებით თავდასხმის გამო უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაში ღამით ორჯერ გამოცხადდა.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი პოპკოს განცხადებით, თავდაცვის ძალებმა ყველა დრონი გაანეიტრალეს. ნამსხვრევების ჩამოვარდნა შევჩენკოსა და გოლოსეევსკის რაიონებში დაფიქსირდა. შევჩენკოს რაიონში დაზიანდა გზის საფარი, განათების ბოძები და ელექტროენერგიის ქსელები. სულ მცირე ხუთ კორპუსში აფეთქების ტალღამ მინები დააზიანა.

სერგეი პოპკოს განცხადებით, დრონებით იერიშის შედეგად არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S