
ზელენსკი სანდუს გამარჯვებას ულოცავს: "მოლდოველებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს"
04/11/2024 06:07:12 მსოფლიო
"ვულოცავ მაია სანდუს მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. უკრაინა მხარს უჭერს მოლდოველი ხალხის ევროპულ არჩევანს და მზადაა, ერთად იმუშაოს ჩვენი პარტნიორობის გასაძლიერებლად. მოლდოველებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს - მათ აირჩიეს გზა ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სტაბილურობისკენ. მხოლოდ ჭეშმარიტ უსაფრთხოებასა და მშვიდობიან, გაერთიანებულ ევროპას შეუძლია, უზრუნველყოს თითოეული ადამიანისა და ყველა ოჯახის ნდობა, რომ შეხვდეს ხვალინდელ დღეს იმედით და რწმენით", – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის: 3 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც, წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ გაიმარჯვა.
ევროპელმა ლიდერებმა სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევა მიულოცეს. სანდუმ მილოცვა მიიღო, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან.