
ლარის კურსი 31 მაისს
31/05/2019 03:34:24 ეკონომიკა
ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ცნობით, 30 მაისის ვაჭრობის შედეგად ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.8023 ლარია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.26 თეთრით გაუფასურდა.
ერთი ევრო 31 მაისს 3.1209 ლარი ეღირება - ლარი ევროსთან მიმართებით 0.27 თეთრით გაუფასურდა. ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთან მიმართებაშიც, ხოლო ფუნტი სტერლინგთან მცირედით გამყარდა.
ამგვარად, 31 მაისს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.80 ლარი იქნება, ევროსი 3.12 ლარი, თურქული ლირის 0.47 ლარი, ხოლო ბრიტანული ფუნტის 3.54 ლარი.
სამი თვეა, ლარს დოლართან თითქმის ყოველდღიური გაუფასურების ტენდენცია აქვს.
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ "რყევების ერთ-ერთი განმაპირობებელი თურქეთის ფაქტორიც არის". მისივე თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ კურსი მიუახლოვდა 2.80-ს, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას". ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით კი, "შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ასეთ გაუფასურებას გამყარება მოჰყვება".