ხაჯიმბა დე ფაქტო პრეზიდენტად კენჭისყრას აღარ გეგმავს

11-02-2020 23:25:10 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის გადამდგარი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მომავალ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა.

ცოტა ხნით ადრე ხაჯიმბა ამბობდა, რომ უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდებოდა აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში თავისი მონაწილეობის თაობაზე და რომ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის საკითხში გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ ჰქონდა.

რაც შეეხება ე.წ. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, როგორც ყოფილმა დე ფაქტო ლიდერმა აღნიშნა, "მართალია, პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში არაერთი გამოცდილი კანდიდატია ჩაბმული, თუმცა ყველა მხარემ მოსახლეობას უკვე საკმარისი დისკომფორტი შეუქმნა და დადგა დრო, ფართო გზა დაეთმოს ახალგაზრდა თაობას".

შეგახსენებთ, რომ რაულ ხაჯიმბა დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობიდან მიმდინარე წლის დასაწყოსში, პოლიტიკური კრიზისის ფონზე გადადგა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები