კალატოზიშვილი: თუ თვლი, რომ შენი შვილი, შენ ქვეყანა იმსახურებს ასეთ ღალატს, დარჩი სახლში!

04-11-2024 11:38:18 ,

"ჩვენ გვაქვს უფლება, დავიღალოთ, გავბრაზდეთ ერთმანეთზე (ჩვენ პოლიტიკოსებზე, პოლიტიკოსები ჩვენზე), უბრალოდ, ამის დრო არ გვაქვს! ერთი დღეც არ გვაქვს ზედმეტი, რომ რაღაცაში დავკარგოთ. ვფიქრობ, საგნგებო რეჟიმში უნდა ვიყოთ ყველა! თუ თვლი, რომ შენი შვილი, შენ ქვეყანა იმსახურებს ასეთ ღალატს, დარჩი სახლში. მე არ ვთვლი, რომ ვიმსახურებ ამ ყველაფერს, არ ვთვლი, რომ ჩემი ქვეყანა, წინაპრები, შვილი იმსახურებს! რა თქმა უნდა, გავალ ქუჩაში! დღეს, როგორც არასდროს, ერთობის დროა! ვნახეთ, რომ ეს არ იყო გაყალბება, ეს იყო სპეცოპერაცია!..არ მესმის, რატომ უნდა წავიდე ქვეყნიდან, რომელიც მიყვარს და დავუტოვო ადამიანებს, რომლებსაც ის ეზისღებათ და მის განვითარებას უშლიან ხელს!",- ამბობს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი.

დღს, 4 ნოემბერს რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები