
ანალენა ბერბოკი დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდა კიევში
04/11/2024 09:56:08 მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი დაუანონსებელი ვიზიტით უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა.
გერმანიის მთავრობის ცნობით, ბერბოკი კიევში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო უწყების ხელმძღვანელს ანდრი სიბიჰას ხვდება. საუბრის თემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა.
გერმანია დაეხმარება უკრაინას ასევე ენერგეტიკულ სფეროში ზამთრის წინა პერიოდში განსაკუთრებით რუსეთის არმიის მხრიდან ენერგეტიკულ ობიექტებზე სისტემატური თავდასხმების ფონზე.
ბერბოკმა განაცხადა, რომ „გერმანია მსოფლიოში სხვა ბევრ პარტნიორთან ერთად მტკიცედ უდგას უკრაინას გვერდში.“ გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიევში ჩასვლისას პირობა დადო, რომ „უკრაინას დავეხმარებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა, რათა მან მიაღწიოს სამართლიან მშვიდობას“.