
მეზვრიშვილი: "საქართველოსთვის" წევრსა და მამამისზე თავდამსხმელი დააკავეს
04/11/2024 10:30:49 პოლიტიკა, სამართალი
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის ცნობით, მის თანაგუნდელ ლია ყოჩიშვილსა და მამამისზე თავდამსხმელი პირი, მცხეთის საკრებულოს დეპუტატის ძმა დააკავეს.
"ჩვენი ინფორმაციით, და ეს ინფორმაცია დაზარებულმა მიიღო გამომძიებლისგან, დაკავებულია მოძალადე, ოღონდ ბოლო ეპიზოდის მოძალადეს ვგულისხმობ. თუმცა, ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, ის არის დაკავებული 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას, ეს არის საკმაოდ მსუბუქი მუხლი.
რეალურად, ჯერ ამ ადამიანს აჯახებდნენ მანქანას, პრაქტიკულად, მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, ამ საქმეში ჩართული იყო სხვა პირი, დიმიტრი ხუნდაძის კრიმინალური დაჯგუფების წევრი. შემდეგ, მეორე ეპიზოდი გვახსოვს, როცა ლია ყოჩიშვილის დედაზე განხორციელდა სიტყვიერი თავდასხმა და უკვე მესამე ეპიზოდი, როდესაც სახლში თავს დაესხნენ ლია ყოჩიშვილს და მის მოხუც მამას. ჩვენი პოზიციაა, რომ აუცილებლად უნდა გადაიხედოს კვალიფიკაცია, თუ სრულყოფილ გამოძიებაზე ვსაუბრობთ და დაველოდებით აღკვეთის რა ღონისძიებას გამოიყენებენ". - თქვა მეზვრიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ეს პირი იყო ასევე ჩართული საჯარო მოხელეებზე ზეწოლის პროცესში, ხოლო სქემის "თავშია" დიმიტრი ხუნდაძე.
პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა თავად ყოჩიშვილი, "როგორ გავბედე, რომ მის წინააღმდეგ წავედი".
შსს-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთრებია.