Accentnews.ge
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

04/11/2024 12:23:22 საზოგადოება, რეკლამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ქვემო ქართლის რეგიონში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიმცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებს უფასო მრავალპროფილურისკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ,- იუწყება აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახური.

"აქციის ფარგლებში ბენეფიციარებს მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტების კონსულტაცია ჩაუტარდათ და ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირომედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.

ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მანონა გეჯუა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ",- ნათქვამია შეტყობინებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S