
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია, სანდუმ ხმათა 55.33% მიიღო
04/11/2024 14:24:49 მსოფლიო
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 55,33% მიიღო. მას მხარი 929 964-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.
მისმა მეტოქემ, ალექსანდრე სტოიანოგლომ კი ხმების 44,67% მოიპოვა.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ ჩატარდა.