Accentnews.ge
ბაიდენი სანდუს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს: რუსეთი ცდილობდა, საარჩევნო პროცესებისთვის ძირი გამოეთხარა, მაგრამ ვერ მიაღწია

ბაიდენი სანდუს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს: რუსეთი ცდილობდა, საარჩევნო პროცესებისთვის ძირი გამოეთხარა, მაგრამ ვერ მიაღწია

04/11/2024 14:31:06 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

"მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად ისტორიულ ხელახლა არჩევას ვულოცავ. კვირას, მოლდოველი ხალხი არჩევნებზე მივიდა და ხმა მისცა პრეზიდენტ სანდუს უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული მოლდოვის ხედვას. თვეების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის და საარჩევნო პროცესებისთვის ძირი გამოეთხარა, მაგრამ რუსეთმა ამას ვერ მიაღწია. მოლდოველმა ხალხმა გამოიყენა თავისი დემოკრატიული უფლება, საკუთარი მომავალი აერჩია და მათ აირჩიეს გზა, რომელიც ევროპასა და მთელს მსოფლიოში დემოკრატიებს შეესაბამება“, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუმ გაიმარჯვა.

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 55,33% მიიღო. მას მხარი 929 964-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.

მისმა მეტოქემ, ალექსანდრე სტოიანოგლომ კი ხმების 44,67% მოიპოვა.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ ჩატარდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S