
პარლამენტთან აქცია დაიწყო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
04/11/2024 15:38:22 საზოგადოება
თბილისში, პარლამენტთან აქცია საქართველოს ჰიმნით დაიწყო.
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
სამი პოლიტიკური გაერთიანების – “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვისთვის” და “ძლიერი საქართველოს” ლიდერების მიერ დაანონსებულ აქციას "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლებიც უერთდებიან.
დღევანდელ აქციაზე გახდება ცნობილი როგორი იქნება ოპოზიციის პროტესტის ფორმები და სამოქმედო გეგმა.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.