Accentnews.ge
აშშ 47-ე პრეზიდენტს აირჩევს

აშშ 47-ე პრეზიდენტს აირჩევს

05/11/2024 06:03:59 მსოფლიო

აშშ-ში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამერიკის მოქალაქეები და შემდგომ საარჩევნო კოლეგია განსაზღვრავს, ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში - „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი თუ „რესპუბლიკელი“ კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

საარჩევნო უბნები ყველაზე ადრე ვერმონტის შტატში იხსნება და ყველაზე გვიან - ჰავაის შტატში.

დასავლური მედია წერს, რომ აშშ-ის არჩევნების შედეგები, როგორც წესი, უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში ცხადდება, მაგრამ წლევანდელი დაძაბული კონკურენციის პირობებში, შეიძლება, მეტი ლოდინი გახდეს საჭირო.

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით უკვე 81 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S