
ფხენიანმა შვიდი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
05/11/2024 06:08:00 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ მცირე რადიუსის სულ მცირე შვიდი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, - ამის შესახებ სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებმა (JCS) და იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადეს.
სეულის ცნობით, რაკეტებმა დაახლოებით 400 კილომეტრი იფრინეს. სამხრეთ კორეელი სამხედროები აკვირდებოდნენ გაშვებას და იაპონელ და ამერიკელ მოკავშირეებს ინფორმაციას უზიარებდნენ.
„ბალისტიკური რაკეტების გაშვება ჩრდილოეთ კორეიდან ემუქრება ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - განაცხადა იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა იოშიმასა ჰაიაშიმ.
3 ნოემბერს სამხრეთ კორეამ, იაპონიამ და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივი საჰაერო წვრთნები გამართეს.