
გორის სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტინების გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა
05/11/2024 06:13:34 საზოგადოება
გორის სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტინების გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გერგაულმა მიიღო, – იუწყება "მთავარი არხი".
მანამდე, გორის სასამართლოში განიხილებოდა საარჩევნო უბნების შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სარჩელიც, რომელიც მოსამართლე დავით პაპუაშვილმა არ დააკმაყოფილა.
საია სარჩელით გორში 69 უბნის ხოლო კასპში 26 სარჩვენო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვდა. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, კონკრეტული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საარჩევნო პროცესის დროს, მათ შორის ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა.