
თბილისის რიგ ქუჩებს 31 მაისს წყლის მიწოდება შეუწყდება
31/05/2019 03:44:13 სხვა, საზოგადოება
თბილისის რიგ ქუჩებს დღეს წყლის მიწოდება შეეზღუდება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, მიმდინარეობს გადართვითი სამუშაოები, რისთვისაც მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი. ამდენად, 10:00 საათიდან 1 ივნისის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის რაიონში:
ხიზაბავრის, ჩიქვანაიას ქუჩებს და ჩიხებს, იპოლიტ-ივანოვის, ჯანჯღავას ქუჩებს, შესახვევებსა და ჩიხებს, ქერჩის, ილორის, ზარზმის, კაჭარავას, რევოლუციის, ხანძთის, ბაღნარის ქუჩებს; სოფ. გლდანში: 26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დარასელიას, დ. თავდადებულის ქუჩებს; გაზის, ავჭალა 2-ის, ცენტოლიტის დასახლებებს; ხევძმარის ქ. N 4, ანდრონიკაშვილის, ხიზანიშვილის, ხიზანბარელის, რევოლუციის, სკოლის, ბიჭვინთის, მანაგაძის, ჩოლოყაშვილის, აღმაშენებლის, გამარჯვების ქუჩებს, ანდრონიკაშვილის ქ. II შესახვევს.