პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: შეიძლება, ჩვენი გადაწყვეტილება სულ არ დასჭირდეთ ისე აიკრძალონ თავი
05/11/2024 09:02:07 პოლიტიკა
"ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით, იყო საუბარი საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაზე, რომელიც ჩვენ ვერ მივიღეთ, რომელიც საჭირო იყო, რომ სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებები მიგვეღო. ახლა პარლამენტი უნდა შედგეს, პარლამენტმა უნდა დაიწყოს მუშაობა, ვხედავთ, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამ მოცემულობით, არ გვაქვს, ამიტომ გარკვეული საკითხები, რომლებისთვისაც საჭირო იყო საკონსტიტუციო უმრავლესობა ან საკონსტიტუციო უმრავლესობის ხარისხის ლეგიტიმაცია, რა თქმა უნდა, რთული იქნება ამ გადაწყვეტილებების მიღება. დაველოდოთ, მოვლენების განვითარებას, შეიძლება, თავად აიკრძალოს ოპოზიციამ თავისი თავი. შეიძლება, ჩვენი გადაწყვეტილება სულ არ დასჭირდეთ. ჩვენმა მოქალაქეებმა ნახეს თუ როგორ ფრაგმენტირდა ოპოზიცია. ეს ერთი დაპირება შევუსრულეთ ამომრჩეველს, ნაციონალური მოძრაობის დასუსტება. რაც შეეხება გაუქმებას, დაველოდოთ, შეიძლება, თავი თვითონ გაიუქმონ", – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაინტერესდა, "გადაადგო" თუ არა "ქართულმა ოცნებამ" მისი მხარდამჭერი, როცა ოპოზიციის აკრძალვას დაჰპირდა.
შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტიის ერთ–ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ოპოზიციის ნაწილის აკრძალვა და გასამართლება იყო.


