Accentnews.ge
კალაძე მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილებას "გაუგებარს", ხოლო სხდომაზე ჩატარებულ ტექნიკურ შემოწმებას "სპეკულაციას" უწოდებს

კალაძე მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილებას "გაუგებარს", ხოლო სხდომაზე ჩატარებულ ტექნიკურ შემოწმებას "სპეკულაციას" უწოდებს

05/11/2024 10:38:51 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა.

მან მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას "გაუგებარი" უწოდა.

„მე მოვისმინე დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება და ის ვარაუდი, რაც იყო, აბსოლუტურად გამართლდა - არანაირი მტკიცებულება, არანაირი ფაქტები. რა მოტივით და კრიტერიუმებით იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება, აბსოლუტურად გაუგებარია. ასევე მოვისმინე, რომ ცესკო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. როდესაც იღებ ასეთ გადაწყვეტილებას, ის უნდა იყოს დამყარებული კონკრეტულ მტკიცებულებებზე და ფაქტებზე, რომელმაც უნდა გაუძლოს ყველა ინსტანციას. დაველოდოთ, რა იქნება და როგორ იქნება. როდესაც მოვისმინე ამ მოსამართლის ოჯახის წევრების ინტერვიუები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი და ცხადი გახდა. არ შევდივარ დეტალებში. ვინც მოუსმენს ინტერვიუს, იმათთვისაც ყველაფერი ცხადი იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძე სასამართლო სხდომაზე ჩატარებულ ტექნიკურ შემოწმებას "სპეკულაციად" აფასებს.

„ეს არის სპეკულაციები. გუშინაც და დღესაც მოისმინეთ შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი, კონკრეტული ფაქტებით და მტკიცებულებებით, თუ როგორ ტარდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნები, როგორი მოცემულობაა. არანაირი მტკიცებულება არ გაგაჩნიათ, ხავსს ეჭიდებით და ხავსიც აღარ დაგრჩათ. ყველაფერი ცხადი და ნათელია არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის: 4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ ვლადიმერ ხუჭუამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ორ ოლქში ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. ამ გადაწყვეტილებით, მან არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სარჩელი დააკმაყოფილა და წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი რამდენიმე ელექტრონული უბნის შედეგები გააბათილა.

"სასამართლო სხდომაზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია“, - აცხადებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია".

5 ნოემებრს ცესკო–მ განაცხადა, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S