მეზვრიშვილი: ხვალ ვიქნები მოსამართლესთან არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით
05/11/2024 14:32:42 პოლიტიკა
„საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ 6 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარსდგება მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოსაკითხად. საუბარია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით. მეზვრიშვილი მოწმის სახით უნდა გამოიკითხოს.
„ხვალ, 12:00 საათზე ვიქნები მაგისტრატ მოსამართლესთან თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით“, – წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.
პროკურატურის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყეს საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, თუმცა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
გამოკითხვაზე დაიბარეს დამკვირვებლები და პოლიტიკოსები.


