Accentnews.ge
საპროტესტო მსვლელობა დასრულდა, აქცია ხვალ სააპელაციო სასამართლოსთან განახლდება

საპროტესტო მსვლელობა დასრულდა, აქცია ხვალ სააპელაციო სასამართლოსთან განახლდება

05/11/2024 14:40:06 პოლიტიკა, საზოგადოება

თბილისში საპროტესტო მსვლელობა სპორტის სასახლესთან დასრულდა. ცნობილია, რომ აქცია ხვალ, 11:00 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან განახლდება.

სპორტის სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს ოპოზიციონერმა ლიდერებმა მიმართეს და მოქალაქეებს ხვალ სასამართლოსთან მისვლისკენ მოუწოდეს, სადაც საარჩევნო დავები განიხილება.

დღეს ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა თბილისის ქუჩებში მსვლელობა დაიწყეს.

ხვალ 12:00 საათიდან საარჩევნო დავებზე სასამართლო პროცესი არის დანიშნული.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, დედაქალაქში საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

„მომდევნო დღეებში, კვირებში ჩვენი ამოცანა არის, რომ მთელი თბილისის სავსე იყოს ხალხით. ყველა ძირითადი მოედანი, ქუჩა, გამზირი უნდა იყოს ხალხით სავსე. იმ წერტილამდე სანამ მივალთ, ჩვენ სხვადასხვა უბანში ასე უნდა ვიდგეთ“, - განაცხადა მელიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S