05-11-2024 19:58:57 კავკასია
ჩეჩნეთში როსგვარდიის ავტომანქანაზე თავდასხმის შემდეგ მამაკაცებს მასობრივად აკავებენ, ამის შესახებ უფლებადაცვითი ორგანიზაცია „მემორიალი“ იტყობინება.
უფლებადამცველების ცნობით, გროზნოს რეგიონში „ასობით ადამიანი“ დააკავეს. პოლიციის განყოფილებებში მათ არჩევანს სთავაზობენ: წავიდნენ ფრონტზე ან მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ მომხდარის დეტალების გარკვევა რთულია, რადგან ახლობლებს ეშინიათ დაკავებულების მდგომარეობის გაუარესების.თუმცა "მემორიალმა" ერთ-ერთი პირის შემთხვევაში შეძლო დეტალების გარკვევა. კერძოდ, გასული კვირის განმავლობაში პოლიცია ქალაქ არღუნში რამდენჯერმე მივიდა 42 წლის რიზვან ბატიროვის სახლში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და 82 წლის დედასთან ერთად ცხოვრობს. მეოთხე ვიზიტისას შეიარაღებულმა ოფიცრებმა ეზო ალყაში მოაქციეს, ბატიროვი დედის თვალწინ სცემეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. რა ბედი ეწია მას, უცნობია.
24 ოქტომბერს გროზნოს რაიონში როსგვარდიის კოლონას გაუხსნეს ცეცხლი - გავრცელდა ინფორმაცია, რომ შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. თავდამსხმელები გაიქცნენ და ჯერ არ არიან ნაპოვნი. „რესპუბლიკის მაცხოვრებლებს შორის არის მოსაზრება, რომ თავდასხმა განხორციელდა უსაფრთხოების ძალების მიერ, რათა საპასუხოდ „წმენდითი ოპერაციები“ ჩაეტარებინათ და უკრაინაში გაეგზავნათ ხალხი“, - ამბობს "მემორიალის" ექსპერტი.
რეიდები გროზნოს რეგიონში თავდასხმიდან ორი დღის შემდეგ დაიწყო. „ჩეჩნური წესების ოდნავი დარღვევისთვის“ პოლიციამ ომისთვის შესაფერისი მამაკაცები წაიყვანა განყოფილებებში. იქ მათ ტელეფონები ჩამოართვეს და გაარკვევდნენ, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლების კრიტიკოსების ტელეგრამ-არხებს ადევნებდნენ თვალს, აკავებდნენ.