Accentnews.ge
ფილადელფიის კომისარი – ტრამპის ეჭვზე  არჩევნების "მასობრივი გაყალბების" შესახებ: "ეს დეზინფორმაციის კიდევ ერთი მაგალითია"

ფილადელფიის კომისარი – ტრამპის ეჭვზე  არჩევნების "მასობრივი გაყალბების" შესახებ: "ეს დეზინფორმაციის კიდევ ერთი მაგალითია"

06/11/2024 06:10:28 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის არჩევნების გაყალბების ეჭვი გამოთქვა.

მან თავის სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა, რომ ბევრს საუბრობენ ფილადელფიაში მასობრივ გაყალბებაზე. ტრამპს გაყალბების არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

პასუხად ფილადელფიის კომისარმა სეტ ბლუსტეინმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დონალდ ტრამპის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და დეზინფორმაციის კიდევ ერთი მაგალითია. კომისრის თქმით, ფილადელფიაში კენჭისყრა უსაფრთხოდ და მშვიდად ჩატარდა.

ცნობისთვის: აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო უბნების დახურვის და ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცესი გრძელდება.

ამ დროისთვის [თბილისის დროით 9:30სთ] არსებული მონაცემებით, „რესპუბლიკელ“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 230 ხმა აქვს, „დემოკრატ“ კამალა ჰარისს - 182, – იუწყება CNN.

ამერიკული საარჩევნო სისტემით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს საბოლოოდ გამოავლენს შტატების მიხედვით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია. კანდიდატებს გამარჯვებისთვის კოლეგიისგან სჭირდებათ 538-დან სულ მცირე 270 ხმა.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი დიდწილად დამოკიდებულია ე.წ. მერყევ შტატებზე: არიზონაზე, ჯორჯიაზე, მიჩიგანზე, ნევადაზე, ჩრდილოეთ კაროლინაზე, პენსილვანიასა და ვისკონსინზე. თუ ამერიკის 50 შტატიდან უმრავლესობა ტრადიციულად დემოკრატების, ან რესპუბლიკელების მხარდამჭერია, ე.წ. მერყევ შტატებში გამარჯვების შანსი აქვთ ორივე პარტიის კანდიდატებს.

სააგენტო AP-ის წინასაწრი მონაცემებით, ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში ტრამპი ლიდერობს, ხოლო მიჩიგანსა და პენსილვანიაში - ჰარისი.

საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტი გახდება მინესოტის შტატის გუბერნატორი ტიმ უოლზი.

თუ პრეზიდენტად რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს აირჩევენ, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს ოჰაიოელი სენატორი ჯეი დი ვანსი.

5 ნოემბერს აშშ-ში ჩატარდა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის, სენატის წევრთა მესამედის და 11 შტატის გუბერნატორის არჩევნებიც.

100-წევრიანი სენატის უმრავლესობაში ამჟამად დემოკრატები არიან, 435-წევრიან წარმომადგენელთა პალატას კი რესპუბლიკელები აკონტროლებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S