Accentnews.ge
ტრამპი: "მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს განსაკუთრებული პატივისთვის, რომ ამირჩიეს 47-ე პრეზიდენტად და 45-ე პრეზიდენტად"

ტრამპი: "მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს განსაკუთრებული პატივისთვის, რომ ამირჩიეს 47-ე პრეზიდენტად და 45-ე პრეზიდენტად"

06/11/2024 07:51:36 მსოფლიო

აშშ–ის ექს–პრეზიდენტი, ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ამერიკელ ხალხს მადლობას უხდის.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს განსაკუთრებული პატივისთვის, რომ ამირჩიეს 47-ე პრეზიდენტად და 45-ე პრეზიდენტად", – მიმართა მან თავის მხარდამჭერებს ფლორიდაში სიტყვით გამოსვლისას.

  • აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო ოფიციალური შედეგები ამ დროისთვის უცნობია. თუმცა როგორც CNN იუწყება, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „რესპუბლიკელ“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 266 ხმა აქვს, „დემოკრატ“ კამალა ჰარისს - 188.

„ყოველ დღე ვიბრძოლებ შენთვის, შენი ოჯახისთვის და შენი მომავლისთვის. მე არ მოვისვენებ მანამ, სანამ არ მივაღწევთ ძლიერ, უსაფრთხო და აყვავებულ ამერიკას, რომელსაც ჩვენი შვილები იმსახურებენ და რომელსაც თქვენ იმსახურებთ. ეს ნამდვილად იქნება ამერიკის ოქროს ხანა“, - განუცხადა მან თავის მხარდამჭერებს ფლორიდაში.

ტრამპს სცენაზე შეუერთდნენ მისი ოჯახის წევრები და მისი მეუღლე, მელანია ტრამპი, ასევე მისი თანამოაზრე ჯეი-დი ვენსი და პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი.

  • აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო უბნების დახურვის და ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცესი გრძელდება.
  • ამერიკული საარჩევნო სისტემით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს საბოლოოდ გამოავლენს შტატების მიხედვით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია. კანდიდატებს გამარჯვებისთვის კოლეგიისგან სჭირდებათ 538-დან სულ მცირე 270 ხმა.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი დიდწილად დამოკიდებულია ე.წ. მერყევ შტატებზე: არიზონაზე, ჯორჯიაზე, მიჩიგანზე, ნევადაზე, ჩრდილოეთ კაროლინაზე, პენსილვანიასა და ვისკონსინზე. თუ ამერიკის 50 შტატიდან უმრავლესობა ტრადიციულად დემოკრატების, ან რესპუბლიკელების მხარდამჭერია, ე.წ. მერყევ შტატებში გამარჯვების შანსი აქვთ ორივე პარტიის კანდიდატებს.

  • როგორც CNN იტყობინება, ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში ტრამპმა გაიმარჯვა. მისივე პროგნოზით, ტრამპი გაიმარჯვებს პენსილვანიაში – შტატში, რომელსაც საარჩევნო კოლეგიაში ყველაზე მეტი – 19 ხმა აქვს.
  • სააგენტო AP-ს წინასაწრი მონაცემებით, მიჩიგანში ჰარისი ლიდერობს.

საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტი გახდება მინესოტის შტატის გუბერნატორი ტიმ უოლზი.

თუ პრეზიდენტად რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს აირჩევენ, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს ოჰაიოელი სენატორი ჯეი დი ვანსი.

5 ნოემბერს აშშ-ში ჩატარდა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის, სენატის წევრთა მესამედის და 11 შტატის გუბერნატორის არჩევნებიც.

100-წევრიანი სენატის უმრავლესობაში ამჟამად დემოკრატები არიან, 435-წევრიან წარმომადგენელთა პალატას კი რესპუბლიკელები აკონტროლებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S