
"ძლიერი აშშ ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე" - ზურაბიშვილი ტრამპს გამარჯვებას ულოცავს
06/11/2024 08:26:55 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
"გილოცავთ არჩევას, ბატონო პრეზიდენტო.
ძლიერი აშშ – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და 33 წლის მეგობარი – ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად და ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად," - წერს ზურაბიშვილი X-ზე.
Fox News-ის, Associated Press-ის, CNN-ისა და BBC-ის მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ხდება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
February
2021
S
M
T
W
T
F
S