
მედია: წიწამურთან ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავდა
06/11/2024 14:48:36 საზოგადოება
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურთან უბედური შემთხვევა მოხდა, – იუწყება “ინტერპრესნიუსი".
მისივე ცნობით, "ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი პირი, ერთი კი მძიმედ არის დაშავებული".
მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.