
„საქართველოს რკინიგზა” 16 და 17 ნოემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
06/11/2024 15:44:32 საზოგადოება, რეკლამა
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 და 17 ნოემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს ინფორმაციას.
“მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია:ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge სსწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.