Accentnews.ge
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – აშშ-ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზე: "ჩვენი პირობები უცვლელია და ვაშინგტონში კარგად იცნობენ"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – აშშ-ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზე: "ჩვენი პირობები უცვლელია და ვაშინგტონში კარგად იცნობენ"

06/11/2024 16:00:03 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ "მოსკოვი ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან იმუშავებს თავისი ეროვნული ინტერესებისა და სპეცოპერაციის (ასე უწოდებს რუსეთი უკრაინაში ომს. რედ.) მიზნების მიღწევის მტკიცედ დაცვით".

"ჩვენი პირობები უცვლელია და ვაშინგტონში კარგად იცნობენ. ჩვენ არ აქვთ ილუზია ამერიკის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთში კარგად იცნობენ, და კონგრესის ახალ შემადგენლობაზე, სადაც რესპუბლიკელები, წინასწარი მონაცემებით, უპირატესობას ფლობენ. აშშ-ის მმართველი პოლიტიკური ელიტა, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მისდევს ანტირუსულ და „მოსკოვის შეკავების“ ხაზს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობია „პრეზიდენტის გეგმა ტრამპისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვასთან დაკავშირებით“.

„მოდით ნუ დავივიწყებთ, რომ საუბარია არამეგობრულ ქვეყანაზე, რომელიც პირდაპირ და ირიბად ჩართულია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში“, - თქვა პესკოვმა.

ცნობისთვის: "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატი დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად აირჩიეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S